ანა ვილერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anna Wheeler

ანა ვილერი (1780-1848) იყო ირლანდიელი ავტორი და ქალთა პოლიტიკური და რეპროდუქციული უფლებების დამცველი. ვილერი ახალგაზრდა გათხოვდა, ჰყავდა მოძალადე ქმარი და 6 შვილი; 12-წლიანი ქორწინების შემდეგ ის დაშორდა მეუღლეს და თავს ირჩენდა ფრანგ ფილოსოფოსთა (განსაკუთრებით, შარლ ფურიეს) ნაშრომების თარგმნით. ანა ვილერი იყო ფილოსოფოს უილიამ ტომპსონის მეგობარი და თანამოაზრე. ტომპსონი აცხადებდა, რომ ანა ვილერი იყო მისი ტრაქტატის „მოწოდება ადამიანთა რასის ერთი ნახევრის სახელით...“ მრავალი იდეის ავტორი მთელი წიგნის თანაავტორად ასახელებდა მას. ვილერი ბევრს მოგზაურობდა და პირადად იცნობდა თავის თანამედროვე მნიშვნელოვან მოაზროვნეებს. გარდა ტომპსონისა, ვილერის თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა შორის იყვნენ შარლ ფურიე, რობერტ ოუენი, ანრი სენ-სიმონი.

ვილერი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო,  რომელიც ქალთა თანასწორობის მოთხოვნით გამოდიოდა საჯარო თავშეყრის ადგილებში. ის მოითხოვდა ქალისა და კაცისთვის განათლებისა და მუშაობის თანაბარ უფლებებს; ამტკიცებდა ქორწინებისა და განქორწინების შესახებ კანონებში ისეთი ცვლილებების შეტანის აუცილებლობას, რომლებიც ქალების მიმართ არსებულ ორმაგ სტანდარტს აღმოფხვრიდა და  მათ თანაბარ უფლებებს მიანიჭებდა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Richard K. P. Pankhurst, ANNA WHEELER: A PIONEER SOCIALIST AND FEMINIST, Article first published online: 24 AUG 2005; http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1467-923X.1954.tb00153.x/abstract

Margaret McFadden, “Anna Doyle Wheeler (1785-1848): Philosopher, Socialist, Feminist”, Hypatia, Vol. 4, No. 1, The History of Women in Philosophy (Spring, 1989), p. 93

კატეგორია: 
ავტორები: