„ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“, ფრიდრიხ ენგელსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
The Origin of the Family, Private Property, and the State, by Friedrich Engels

„ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ (1884) ფრიდრიხ ენგელსის შრომაა  და აღიარებულია პირველ ფუნდამენტურ გამოკვლევად, რომელშიც ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი გავრცელებულია ოჯახის სფეროზეც, ოჯახი გაგებულია, როგორც ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი და, შესაბამისად, პატრიარქატი და ქალთა ჩაგვრაც  პოლიტეკონომიკის ჭრილშია გაანალიზებული.

ენგელსი, ანთროპლოგ ლუის მორგანის შრომებზე დაყრდნობით, მიმოიხილავს სექსუალური და რეპროდუქციული პრაქტიკების ისტორიულ მრავალფეროვნებას და ავითარებს ისტორიულ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით ჰეტეროსექსუალ წყვილზე დაფუძნებული ოჯახის წარმოშობა განაპირობა კერძო საკუთრებისა და მონობის აღმოცენებამ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებულ ნუკლეარულ ოჯახს ენგელსი ხედავს, როგორც უფრო ფართო სოციალური სტრუქტურის ანარეკლს, სადაც ქმარს ბურჟუას როლი აქვს, ხოლო ცოლს – პროლეტარის. მისი მოსაზრებით, ქალებმა უარი უნდა თქვან კერძო სივრცით შემოფარგვლაზე და საჯარო სივრცეში უნდა ჩაერთონ, ხოლო საოოჯახო შრომა და ბავშვზე ზრუნვა საჯარო, კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. ენგელსის და, ზოგადად, მარქსისტული თეორიის მიხედვით, ქალები კაპიტალისტურ სისტემაში იმიტომ იჩაგრებიან, რომ შრომა დანაწილებულია სქესის მიხედვით, რაც, თავის მხრივ, კაცების ინტერესებს ემსახურება. ქალები პასუხისმგებელნი არიან ბავშვების აღზრდაზე, სადილის მომზადებაზე, საოჯახო საქმეებსა და ავადმყოფთა მოვლაზე, მაშინ, როდესაც კაცი ანაზღაურებად სამსახურშია და თავისუფალია, რომ თავი მიუძღვნას საკუთარ საქმიანობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Edited by Lorraine Code, ENCYCLOPEDIA OF FEMINIST THEORIES, 2000

Fedwa Malti-Douglas, Encyclopedia of Sex and Gender

კატეგორია: 
ავტორები: