ქალის ადამიანის უფლებები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Women’s Human Rights

ადამიანის უფლებების ცნებაში ქალის ადამიანის უფლებების ცალკე გამოყოფა აქცენტს აკეთებს ქალსა და კაცს შორის არსებულ იერარქიაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალის, როგორც ადამიანის, უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ეს ცნება მას შემდეგ შემოიღეს, რაც აღიარეს, რომ ადამიანის უფლებები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ქალის უფლებებს სტერეოტიპებისა და ტრადიციების გამო.

ქალის ადამიანის უფლებების დამცველი ძირითადი დოკუმენტია კონვენცია „ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (ე.წ. CEDAW კონვენცია), რომელიც გაერომ 1979 წელს მიიღო. საერთაშორისო დონეზე სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ფაქტობრივად ადამიანის უფლებათა ყველა კონვენციით ისჯება, მათ შორისაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (რომელიც საქართველოში 1994 წელს შევიდა ძალაში) და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. ამ პაქტების მესამე მუხლის მიხედვით, „ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ მამაკაცებისა და ქალების თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ პაქტით გათვალისწინებული ყველა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებით“ ისევე, როგორც „ყველა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებით“ (მუხლი 3).

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, თბილისი, 2006.

კატეგორია: 
ავტორები: