თეთრკანიანობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Whiteness

თეთრკანიანობა არის კონსტრუქტი, რომელიც საუფძვლად უდევს რასისტულ დისკურსებში რასის განსაზღვრას. რასობრივ იერარქიაში თეთრკანიანობა აღიქმება ნორმად, რომელიც სოციალურ პრივილეგიებს ქმნის. ამასთან, რასობრივი განსხვავებები და კანის ფერი მოიაზრება, როგორც მკაფიო კატეგორიები, რომლებიც ბუნებრივ მოცემულობას ასახავს. და თუმცა ხშირად აღიარებულია არათეთრკანიანის კატეგორიებს შორის საზღვრების ბუნდოვანება, მაინც იგულისხმება თეთრკანიანობის, როგორც წმინდა და მკაფიო ბუნებრივი კატეგორია, როგორც „უფერო“ კანის ფერი, ათვლის წერტილი, რომელიც, იმავე დროს, რასების მიღმაა, არ არის განსაზღვრული საკუთარი რასით და ზოგადადამიანურის ეკვივალენტურია.

რასის კრიტიკული თეორია აჩვენებს, რომ რასა არის სოციალურ კონსტრუქტი, რომლისთვისაც ბუნებრიობის მინიჭებით ხდება იმ იერარქიების, პრივილეგიებისა და სტრუქტურული ჩაგვრის ლეგიტიმაცია და ნორმალიზება, ისტორიულად რომ განვითარდა და ჩამოყალიბდა. რასის კრიტიკული თეორიის განვითარების კვალდაკვალ, თეორიული ინტერესის საგანი გახდა არა მხოლოდ შავკანიანთა და სხვა „განსხვავებული“ რასების კატეგორიების გენეალოგია, არამედ „თეთრკანიანობის“ გენეალოგიაც.

ტერეზა გესი შენიშნავს, რომ სოციოლოგიაში დიდი ხნის განმავლობაში არ ხდებოდა თეთრკანიანობის, როგორც ნორმის, გააზრება, თუმცა ხდებოდა შავკანიანობის, როგორც „სხვის“, პრობლემატიზება თეთრკანიანობასთან მიმართებაში. ეს კი ფარავდა თეთრკანიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის კავშირს ამერიკაში რასიზმის შენარჩუნებასთან. გესის აზრით, რასის წარმოშობა და თეთრკანიანობისთვის მნიშვნელობის მინიჭება ისტორიული მოვლენაა და კაპიტალიზმის დამკვიდრებას უკავშირდება. ის ამტკიცებს, რომ ამერიკის საზოგადოება წარმატებით იყენებდა იმ შემოსავალსა და პრივილეგიებს, რომლებიც მონობასა და, შესაბამისად, უფასო მუშახელს უკავშირდებოდა. მიუხედავად მონობის გაუქმებისა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში დღემდე არ წაშლილა იერარქია, რომელიც რასას უკავშირდება და რომელიც თეთრკანიანებს პრივილეგიებს ანიჭებს კანის ფერის გამო. ეს იერარქია, ამავე დროს, თვითონ „არათეთრკანიან“ ადამიანებს დაბალ თვითშეფასებას უნერგავს, რაც თეთრკანიანებს თავიანთი პრივილეგიებით სარგებლობას უიოლებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Guess, T., J. (2006). The Social Construction of Whiteness: Racism by Intent, Racism by Consequence. Social Sociology.

კატეგორია: 
ავტორები: