ვირჯინია ვულფი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Virginia Woolf

ვირჯინია ვულფი (1882-1941) ინგლისელი მწერალი, ფემინისტი, ესეისტი და კრიტიკოსი იყო. მისი ნაშრომები მოიცავს თემებს გენდერულ ურთიერთობებზე, კლასობრივ იერარქიასა და ომის შედეგებზე. ვულფის ყველაზე ცნობილი ნაშრომებია რომანები „მისის დოლოუეი“ (1925), „გზა შუქურისკენ“ (1927), „ორლანდო“ (1928), „ტალღები“ (1931).

ვულფის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაშრომია მისი ესე „საკუთარი ოთახი“, რომელიც ქალებისთვის დღემდე აქტუალურ ბევრ პრობლემას აჯამებს. ძირითადი თემა, რომელიც მთელ წიგნს გასდევს, არის აღიარებული მწერალი ქალების ნაკლებობა და ამის მიზეზები. რა არის ის მინიმუმი, რაც უნდა ჰქონდეს ქალ მწერალს იმისათვის, რომ  რაიმე ღირებულის შექმნა შეძლოს? ამ კითხვაზე ვულფის მოკლე პასუხია: ფული და საკუთარი ოთახი, რომელსაც აქვს საკეტი. ესეში განხილულია ინგლისის პატრიარქალური საზოგადოება, სადაც ქალებს ხელი არ მიუწვდებათ განათლებაზე, არ აქვთ ფული,  საკუთარი სივრცე, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოგზაურობა და ა. შ. იმ დროს ქალების წინაშე არსებული დაბრკოლებების გამოსაკვეთად ვულფს შემოჰყავს გამოგონილი პერსონაჟი ჯუდიტი - შექსპირის და. მის მაგალითზე ვულფი მსჯელობს იმაზე,  რა შესაძლებლობა ექნებოდა შექსპირს, ქალად რომ დაბადებულიყო, როგორ ეტყოდნენ უარს  იმავე შესაძლებლობების გამოყენებაზე, რაც მისთვის, როგორც კაცისთვის, ხელმისაწვდომი იყო. თუ შექსპირმა მოახერხა და გზა გაიკვალა,  იმავე მოწოდებისა და ნიჭის მქონე მისი და იძულებული იქნებოდა, სახლში მჯდარიყო, სურვილის მიუხედავად, ვერ ივლიდა სკოლაში. მას, სავარაუდოდ, იძულებით გაათხოვებდნენ 15-16 წლის ასაკში და, საბოლოოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანდნენ. შექსპირი, როგორც ქალი, თავიდანვე განწირული იქნებოდა. ვულფის აზრით, ყოველივე ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალი და კაცი სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდება საზოგადოებაში. ამ კრიტერიუმებიდან უფრო ფასეულია „მამაკაცური“ და არა „ქალური“. ამავე ესეში ვულფი წამოჭრის საინტერესო საკითხს:  უნდა იყოს თუ არა ქალის დაწერილ ლიტერატურაში აღბეჭდილი ქალის სპეციფიკური გამოცდილება? ვულფის თქმით, საუკეთესო ნაშრომი ის არის, რომელშიც თვალში არ გვხვდება ავტორის სქესი. ასეთ გონებას ის ანდროგინულ გონებას უწოდებს, რომელშიც გულისხმობს არა ასექსუალურ დამოკიდებულებას, არამედ ქალისა და კაცის ერთობას. ანდროგინია მნიშვნელოვანი თემაა ვულფის სხვა ესეებშიც და, განსაკუთრებით, მის რომანში „ორლანდო“.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.

Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.

კატეგორია: 
ავტორები: