უნივერსალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Universalism

უნივერსალიზმი (პოლიტიკურ ფილოსოფიაში) აღნიშნავს ისეთ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც მიმართულია პარტიკულარობების დაძლევისკენ, სხვა სიტყვებით, უნივერსალისტური იდეოლოგია ესწარფვის, საკუთარ თავში მოიცვას ყველა შესაძლო პარტიკულარობა და ამით განსხვავდება პარტიკულარისტული იდეოლოგიებისგან, რომლებიც საკუთარ თავს სხვათა გამორციხვის გზით განსაზღვრავენ. გამოყოფენ უნივერსალიზმის ესენციალისტურ და არაესენციალისტურ ტიპებს. პირველი დაკავშირებულია მეოცე საუკუნის ლიბერალურ და მემარცხენე იდეოლოგიებთან. ისინი დაფუძნებული იყო უნივერსალური ადამიანის კონცეფციაზე, რომელიც ერთი იგივეა ყველა დროსა და სივრცეში. თუმცა უნივერსალიზმის ეს მოდელი დროთა განმავლობაში ეჭვქვეშ დადგა, რადგან ის ხშირად უნივერსალური ადამიანის კონცეფციის სახელით უგულებელყოფდა დომინანტურ იდეოლოგიებში მეორეხარისხოვნად მიჩნეულ იდენტობებს, მაგალითად, ქალებს, შავკანიანებს, სექსუალურ უმცირესობებს და ა. შ. და რეალურად გულისხმობდა უნივერსალური ადამიანის ხატს, რომელიც იყო თეთრკანიანი, მამაკაცი, ჰეტეროსექსუალი და ა. შ. არაესენციალისტური უნივერსალიზმი ამ პრობლემის გადალახვას ცდილობს იმით, რომ თავიდან ირიდებს უნივერსალური სუბიექტისთვის კრიტერიუმის დადგენას; მისთვის საკმარისია მხოლოდ ერთგულება იმ პოლიტიკური პროექტისადმი/იდეისადმი, რომელსაც ეს უნივერსალისტური იდეოლოგია წარმოადგენს. ფილოსოფოს ალენ ბადიუს მიხედვით, უნივერსალიზმის ახალი მოდელი არ ცდილობს განსხვავებების წაშლას ან განსაზღვრული ტიპის ადამიანის გათავისუფლებას, არამედ ამ განსხვავებების უმნიშვნელოდ ქცევას იმ იდეასთან მიმართებით, რომელიც არ არის საბოლოოდ განსაზღვრული და მუდმივად ექვემდებარება ცვლილებებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Post-Foundational Political Thought, Oliver Marchart, Edinburgh University Press, 2007

კატეგორია: 
ავტორები: