XVIII ს-ის დიდ ბრიტანეთში ტერმინით ტორები აღინიშნებოდა მიწათმფლობელთა საპარლამეტო ფრაქცია, რომელიც მხარს უჭერდა მონარქიულ ხელისუფლებასა და ინგლისის ეკლესიას. შეერთებულ შტატებში ტორიზმი აღნიშნავდა ბრიტანული გვირგვინისადმი ლოიალობას. XIX ს-ის შუა ხანებიდან ტორების საფუძველზე შეიქმნა ბრიტანეთის კონსერვატორული პარტია, თუმცა ტორიზმის დღევანდელი მნიშვნელობა უფრო ფართოა, ვიდრე ბრიტანული კონსერვატორული პარტიის ოფიციალური იდეოლოგია და ის ზოგადად კონსერვატიზმის სინონიმად გამოიყენება. ამ აზრით, ტორიზმის მთავარი ღირებულებებია იერარქიულობა, ტრადიცია, მოვალეობისა და ორგანული საზოგადოების შენარჩუნება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი