სხვისი ქცევებისა და შეხედულებების შეწყნარება. ტოლერანტიზმს თავდაპირველად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ჩამოყალიბდა ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპად. შემდგომში ტ. დემოკრატიული თეორიის ბაზისურ ღირებულებად იქცა. უკვე სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პრესის არსებობა გულისხმობს პოლიტიკური ოპოზიციისადმი შემწყნარებლობას. ტ-ის პოლიტიკური პრინციპი აუცილებლად გულისხმობს გამიჯვნას „თქმასა“ და „მოქმედებას“ შორის. ისეთი საზოგადოება, სადაც შეხედულებების თავისუფალი გამოთქმა შეზღუდულია, უთუოდ არადემოკრატიულად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ იგივე არ ვრცელდება მოქმედების თავისუფლებაზედაც. დემოკრატიულ სახელმწიფოში დასაშვებია თუნდაც თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიმართული შეხედულებებით საჯაროდ გამოსვლა, მაგრამ არა ანალოგიური ქმედებები.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი