Syndicalism
პოლიტიკური მიმართულება, რომელიც პროფკავშირებს (სინდიკატებს) მშრომელთა ორგანიზაციის უმაღლეს ფორმად მიიჩნევს. სინდიკალისტების აზრით, სამომავლოდ სინდიკატები უნდა გახდნენ საზოგადოებრივი თვითმმართველობის განმსაზღვრელი ფორმები, რომლებიც გაუძღვებიან და განსაზღვრავენ წარმოებისა და განაწილების პროცესს. ს. წარმოიშვა XIX ს–ში და ძირითადად გავრცელდა საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: