სუროგაცია, რეპროდუქციული ტექნოლოგიები და ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Surrogat Motherhood, Reproductive Technologies, and Feminism

რეპროდუქციული ტექნოლოგიების ცნება აერთიანებს ადამიანის რეპროდუქციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სამედიცინო-ტექნოლოგიურ ცოდნასა და პრაქტიკას. ყველაზე ძველი რეპროდუქციული ტექნოლოგიები იყო ნაყოფიერების კონტროლის სხვადასხვა ხერხი (ორსულობის პრევენცია, შეწყვეტა ან ინფანტიციდი). შემდეგი თაობის რეპროდუქციული ტექნოლოგიებია სამედიცინო პრაქტიკები, რომლებიც შობადობის კონტროლისთვის გამოიყენება. მესამეა ე.წ. „ჩასახვის ტექნოლოგიები“, რომელთა მიზანია უშვილობის სხვადასხვა გზით დაძლევა; ასეთთა შორისაა ხელოვნური განაყოფიერება, სუროგაცია, სპერმის ან კვერცხუჯრედის გაყინვა, in vitro განაყოფიერება. რეპროდუქციული ტექნოლოგიების კიდევ სხვა კატეგორია აერთიანებს ემბრიონის ჯანმრთელობისა და გენეტიკური მახასიათებლების „გაუმჯობესებისკენ“ მიმართულ ტექნოლოგიებს. რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეხუთე ჯგუფის მიზანია სხეულზე სიბერის გავლენის დაძლევა და რეპროდუქციული ფუნქციის გახანგრძლივება.   

განაყოფიერების კონტროლის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა ფემინისტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეგალიტარული გენდერული ურთიერთობების მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ქალებს საკუთარი რეპროდუქციული უნარის კონტროლი შეეძლოთ. რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამათავისუფლებელ ხასიათზე ყურადღება გაამახვილა რადიკალმა ფემინისტმა შულამით ფაიერსტოუნმა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში. მისი აზრით, ქალსა და კაცს შორის არსებული უთანასწორობა ბიოლოგიაზეა დაფუძნებული და რეპროდუქცია აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ ქალის ბიოლოგიურმა მდგომარეობამ, მისმა უნარმა, ბავშვი გაეჩინა, გახადა ის კაცზე დამოკიდებული. ფაიერსტოუნის აზრით, ამ ბიოლოგიურმა განსხვავებამ გამოიწვია  გენდერულად სენსიტიური სოციალური განსხვავებები. გენდერული განსხვავების აღმოსაფხვრელად ის გამოსავალს ხედავს ბუნებრივი რეპროდუქციული პროცესის ხელოვნურით ჩანაცვლებაში. სხვა ფემინისტები, მაგალითად, ეველინ ფოქს კელერი, აირის მერიონ იანგი და სხვები, განსხვავებულად უდგებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. მაგალითად, ზოგიერთისთვის ეს ტექნოლოგიები შეიცავს გაზრდილ საშიშროებას ქალებისთვის, რადგან იწვევს ქალის გაუცხოებას საკუთარი სხეულისა და საკუთარი სხეულებრივი გამოცდილებებისაგან (ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება). გარდა ამისა, ფემინისტებისთვის საინტერესო საკითხია კომერციული სუროგაციის იმპლიკაციები სუროგატი დედებისათვის.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Jane Pilcher & Imelda Whelehan, Fifty Key Concepts in Gender Studies, 2004, P.140

კატეგორია: 
ავტორები: