სუბიექტურობა და ძალაუფლება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Subjectivity and Power

ფუკოს თეორიაში სუბიექტურობის აგება აუცილებლად დაკავშირებულია ძალაუფლებასა და ცოდნასთან. ერთი მხრივ, ფუკო სუბიექტურობას განიხილავს ისტორიულად კონსტრუირებულ მოვლენად, რაც ეწინააღმდეგება სუბიექტურობის ტრადიციულ გაგებას, რომლის მიხედვითაც იგი ისტორიულად უცვლელი და ტრანსცენდენტალურია (ობიექტურია, ადამიანის ცოდნისა და გამოცდილების წინასწარი პირობაა). ძალაუფლების მატრიცები განსაზღვრავს მათ შესაბამის სუბიეტურობს. ამავე დროს, მათ მიხედვით სუბიექტი თვითონ აგებს საკუთარ თავს და ამ პროცესში უამრავ ისტორიულად შექმნილ ტექნიკას იყენებს, რომლებიც მისი კონტროლის მიღმაა. შესაბამისად, ფუკოს სუბიექტი ისტორიულად ცვალებადი და განსხვავებული გზებითაა კონსტრუირებული.

სუბიექტურობის აგებაში, ფუკოს მიხედვით, დიდ როლს თამაშობს დისკურსები, რომლებიც დისციპლინის ერთ-ერთი ფორმაა. მის თეორიაში დისკურსები აუცილებლად ძალაუფლებას უკავშირდება და ისინი პროდუქტიულია: დისკურსს შეუძლია, სუბიექტები აზროვნებისა და მოქმედების კონკრეტულ გზებზე დააყენოს, თუმცა იგი უბრალოდ რეპრესიული არ არის; იგი დისკურსამდე არსებულ სუბიექტს კი არ ახვევს თავს აზრებსა თუ ქმედებებს, არამედ თვითონ სუბიექტი იწარმოება დისკურსების მეშვეობით.

სუბიექტურობის აგებისა და ძალაუფლებასთან მისი ურთიერთკავშირის ასეთმა გაგებამ კრიტიკა გამოიწვია ფემინისტი თეორეტიკოსების მხრიდან. მაგალითად, ნენსი ფრეიზერი ამტკიცებს, რომ ასეთი მიდგომა არ ტოვებს სივრცეს წინააღმდეგობისთვის. მისი აზრით, სუბიექტები, რომლებიც დისკურსებისა და დისციპლინარული პრაქტიკების ზეგავლენით ისტორიულად აიგებიან, დამოუკიდებლები ვერ იქნებიან, რადგან იშლება ის საზღვარი, რომელიც ადამიანის ავტონომიურობასა და „ინტერნალიზებულ დომინაციას“ შორის არსებობს.

ნენსი ჰარტსოკიც კრიტიკულად აფასებს სუბიექტურობისა და ძალაუფლების ფუკოსეულ გაგებას და მის ნამუშევრებს ფემინიზმის ემანსიპაციური მიზნებისთვის შეუსაბამოდ თვლის. მისი აზრით, იმ დროს, როდესაც ქალებმა და სხვა მარგინალიზებულმა ჯგუფებმა სუბიექტად ჩამოყალიბება დაიწყეს და გაძლიერდნენ, სუბიექტურობის პრობლემურობის წინ წამოწევა ხელის შემშლელია, რადგან მათ ისევ იმავე პოზიციაზე ტოვებს, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის პირისპირ. ფრეიზერის მსგავსად, ჰარტსოკიც თვლის, რომ ფუკოსეული კონცეფცია დისკურსებისა და სხვა დისციპლინარული პრაქტიკების ზეგავლენით სუბიექტის აგების შესახებ ადამიანებს პასიურ ობიექტებად წარმოაჩენს, რაც ართმევს მათ ძალაუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სუბიექტად ჩამოყალიბების უნარს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Foucault, M. (1979) The History of Sexuality, Volume I: An Introduction. London: Allen Lane.

Foucault, M. (1977) Discipline and Punish: The Birth of the Prison, London:Allen Lane.

Hartsock, N., (1990). Foucault on Power: a Theory For women?' in Nicholson, L. (ed.). Feminism/Postmodernism. (pp. 158-173). London & NY: Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: