სტრატეგიული კვლევები

Strategic Research

ამ ტერმინით აღინიშნება ამა თუ იმ ქვეყნის ან მსოფლიო შესაძლო გლობალური განვითარების ანალიზი. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულმა პროცესებმა შექმნა იმგვარი პოლიტიკური სისტემა, რომლის პირობებშიც რომელიმე ერთ რეგიონში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური ხასიათის ძვრები ზეგავლენას იქონიებს დანარჩენ ქვეყნებზე. ამგავრი მოვლენების შესწავლის ცენტრებია ლონდონის სტრატეგიული კვლევებისა და სტოკჰოლმის მშვიდობის შესწავლის ცენტრები, რომლებიც ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებენ რეზიუმირებულ გამოკვლევას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. ს.კ. საერთაშორისო ურთიერთობების ერთ–ერთი ქვედარგია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა მიერ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებას შეისწავლის. ს.კ –ის მოთავსება შეიძლება რეალიზმის პარადიგმის ჩარჩოებში, რადგან ეს დისციპლინა საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ მონაწილედ სახელმწიფოს მიიჩნევს. ს.კ. საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების გამოყენებით ქვედარგად მიიჩნეოდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ცივი ომის დასრულების შემდეგ შემცირდა. ტერორიზმსა და ბრძოლის პარტიზანული მეთოდების საყოველთაოდ გავრცელებამ შეიძლება ააღორძინოს ეს დისციპლინა, მაგრამ, სავარაუდოდ, სახელმწიფოს როლის შესახებ რეალიზმის შეხედულებების დათმობის ხარჯზე.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: