საკანონმდებლო ორგანოს სხდომების წარმმართველი. ტერმინი დამკვიდრდა ბრიტანეთის თემტა პალატის სპიკერებთან ანალოგიით. ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელი იყო ის, რომ მიუხედავად ს–ის რომელიმე პარტიისადმი ფაქტობრივი მიკუთვნებისა, ს. მიუმხრობელი რჩებოდა სხდომების რეგლამენტის დაცვის, კანონების ინტერპრეტირებისა და დებატების წარმართვის პროცესის ხელმძღვანელობისას. ბრიტანელი ს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს . ს–ის მსგავსი, მიუმხრობელი ფორმა ბრიტანეთის გარდა შენარჩუნებულია მხოლოდ კანადაში. ავსტრალიასა დ შეერთებულ შტატებში ს. ღიად გამოხატავს იმ პოლიტიკური ძალების ინტერესებს, რომელთაც ის წარმოადგენს პარლამენტში. შეერთებულ შტატებში, მაგ., წარმომადგენელთა პალატას უმრავლესობის წარმომადგენელი ხელმძღანელობს, ხოლო სენატს – ვიცე–პრეზიდენტი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი