Social Justice
რესურსების სამართლიანი განაწილება საზოგადოებაში. ტერმინი ძირითადად გამოიყენება იმ კონტექსტში, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა თანაცხოვრების თანმხლებ საზოგადოებრივ სიძნელეებსა და სარგებელს. ს. ს–ის თანამედროვე გაგება გადმოცემულია ჯონ როლსის ფუნდამენტურ ნაშრომში „სოციალური სამართლიანობა“, რომელიც ნეოლიბერალიზმის მნიშვნელოვან შენაძენად ითვლება. როლსი ცდილობდა ეჩვენებინა სოციალური სამართლიანობის დისტრიბუციული ხასიათი და იმავდროულად განემტკიცებინა აზრი, რომ საზოგადოებაში სამართლიანი თანამშრომლობის მოთხოვნა ლიბერალიზმის განუყრელი ნიშანია.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: