სატელიტი

Satellite

ძველ რომში ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ პირად მცველებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ პატრონს. აქედან ტერმინმა თანმხლების, თანამგზავრის მნიშვნელობა შეიძინა. პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი უმთავრესად გამოიყენება იმ სახელმწიფოების აღსანიშნავად, რომლებიც, მართალია, ფორმალურად დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ფაქტობრივად ემორჩილებიან სხვა, უფრო გავლენიან სახელმწიფოს. ცივი ომის პერიოდში ე. წ. სოციალისტური ბანაკის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის ს–ები იყვნენ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: