სამეფო, მონარქიული ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური მოძრაობა. ტერმინი პირველად გამოიყენეს საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რესპუბლიკელები და სამეფო ხელისუფლების შენარჩუნების მომხრეები. მიუხედავად იმის, რომ თანამედროვე მსოფლიოში არაერთი მონარქია არსებობს, რომელსაც მხარდამჭერების ფართო წრე ჰყავს, რ. მისი პირველადი მნიშვნელობით დღეს თითქმის აღარსად გვხვდება. ტერმინი არ ემთხვევა მონარქიზმს, რადგან მონარქია შეიძლება განხორციელდეს როგორც სამეფო, ასევე საიმპერატორო ხელისუფლების ფორმით. საფრანგეთის როიალისტები მომხრენი იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, მემკვიდრეობითი სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისა და არა იმისა, რომ საფრანგეთს ერთი სუვერენი ჰყოლოდა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი