როზი ბრაიდოტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rosi Braidotti

როზი ბრაიდოტი იტალიელი ფემინისტი ფილოსოფოსია, რომლის ინტერესთა ძირითადი სფერო მოიცავს სხეულებრიობას, პოსტსტრუქტურალიზმსა და ფსიქოანალიზს. წიგნში „მეტამორფოზები: ქმნადობის მატერიალისტური თეორიისთვის“ (2002) როზი ბრაიდოტი ამტკიცებს, რომ ყველა მისი წიგნი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ერთი შეკითხვით: „როგორ შეიძლება დავიხსნათ განსხვავება ნეგატიური მუხტისგან, რომელიც ერთი შეხედვით მასშია ჩაშენებული?“ ბრაიდოტის წიგნი „ნომადური სუბიექტები“ (1994) წარმოადგენს ესეების კრებულს, რომელშიც განხილულია სუბიექტურობის ნომადური ბუნება, სხვა სიტყვებით, მრავალგვარი, სივრცეზე დამოკიდებული, სხეულებრივი კრიტიკული ცნობიერება, რომელიც არ ემორჩილება აზროვნებისა და ქცევის სოციალურად კოდირებულ წესებში მოქცევას. ეს კრიტიკული პოზიცია ბრაიდოტის საშუალებას აძლევს, შეაფასოს ყველაფერი, ტექნოლოგიებით დაწყებული და ქალთა კვლევების ადგილით დამთავრებული. იგი ამტკიცებს, რომ ნომადური სუბიექტურობა და განსხვავებათა აღიარება ფემინისტებს ტოვებს „გადამწყვეტი პოლიტიკური საკითხის წინაშე იმის შესახებ… თუ როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია განსხვავებების აღიარებას ხშირად ადვილად მსხვრევად ერთობებზე სხვადასხვა კლასის, რასის, ასაკისა და სექსუალური პრეფერენციების მქონე ქალებისთვის“. მას აინტერესებს ისიც, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს კოალიციების მშენებლობაზე, კონსენსუსის მიღწევაზე და საერთო ინტერესებისა და განსხვავებების შეფასებაზე. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Feminist Philosophies A–Z, Nancy Arden McHugh. Edinburgh University Press Ltd 2007

კატეგორია: 
ავტორები: