Risk (Political)
ნებისმიერი დონის პოლიტიკური პრობლემის (დაწყებული მთელი საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნიდან, ცალკეული ამომრჩევლის ხმით დამთავრებული) გარდაუვლად თანმხლები ფაქტორი, რომელიც თან ახლავს პოლიტიკური მოქმედების ამა თუ იმ ხაზის გათვლას. სარისკო გადაწყვეტილებები მიიღება გაურკვეველი სიტუაციის დროს და ობიექტური პირობებისა და სუბიექტური მოქმედების განსაკუთრებული ურთიერთობებით ხასიათდება. ასეთი გადაწყვეტილების წარმატება დამოკიდებულია არა მარტო წინასწარ გათვლაზე, არამედ მტკიცე ნებასა და მოვლენათა მსვლელობის არჩეული ალტერნატიული მიმართულებით წარმართვის უნარზე.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: