Revanchism
ომში დამარცხებული ქვეყნის რადიკალური პოლიტიკური წრეების კურსი, რომელიც მიმართულია ომით დაკარგული პოზიციების აღდგენისაკენ ნებისმიერი, მათ შორის საომარი მოქმედებების გაჩაღების გზით. რ-ის პოლიტიკა აგრესიის წინაპირობაა. შურისძიებისა თუ რევანშის ფსიქოლოგიის გაღვივებით შესაბამისი პოლიტიკური წრეები მოითხოვენ და ცდილობენ დაკარგული ტერიტორიების, ომამდელი საზღვრების აღდგენას. რ-ის ტიპირ ნიმუშს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომამდელი გერმანიის პოლიტიკა, როდესაც ნაცისტებმა დაიწყეს პირველი მსოფლიო ომის შედეგების გადასინჯვა. ამ პოლიტიკამ მსოფლიო ახალ ომამდე მიიყვანა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: