რესტავრაცია

Restoration

რაიმეს პირველადი ან მასთან მიახლოებული სახით აღდგენა. ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, ამა თუ იმ მმართველობასთან, რეჟიმთან მიმართებით გამოიყენება. რ-ის ნიმუშებად შეიძლება დასახელდეს საფრანგეთში ბურბონების დინასტიის ორჯერ აღდგენა (1814-1815 და 1915-1930 წლებში). რ-ის სულისკვეთება მკაფიოდაა წარმოდგენილი დახასიათებაში, რომელსაც ბურბონების აღდგენილ რეჟიმს აძლევდნენ თანამედროვეები - კერძოდ, ემიგრაციაში მყოფმა სამეფო გვარმა ვერც დაივიწყა და ვერც ისწავლა რაიმე.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: