Reproductive Heteronormativity
რეპროდუქციული ჰეტერონორმატიულობის ცნება გულისხმობს, რომ ჰეტეროსექსუალობა და რეპროდუქცია საზოგადოებაში განიხილება, როგორც მოცემულობა და ეს აისახება საზოგადოების მიერ შექმნილ სამართლებრივ ჩარჩოში, რელიგიურ ნორმებში და ა.შ. გაიატრი სპივაკის აზრით, რეპროდუქციული ჰეტერონორმატიულობის აღმოფხვრა შეუძლებელია და მისი მხოლოდ შევიწროება შეიძლება. რეპროდუქციული ჰეტერონორმატიულობა წინ უსწრებს კაპიტალიზმსა და სოციალიზმს და მოიცავს კოლონიურ და პოსტკოლონიურ სტრუქტურებს. თუმცა ორივე, კოლონიზატორი და მის წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტიც, იყენებს მას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Spivak, G. (2009). Nationalism and the Imagination. Lectora, 15: 75-98
კატეგორია: