Regulations
სახელმწიფო ორგანიზაციის, დაწესებულების საქმიანობის განსაზღვრული წესების ერთობლიობა. მსგავსი მნიშვნელობით ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს როგორც სხდომის, კონფერენციის ან ყრილობის სესიათა წარმართვის წესების აღმნიშვნელი. დაბოლოს, რ-ებად იწოდება ზოგიერთი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის დასკვნითი აქტები, როგორიც იყო, მაგ., 1815 წლის ვენის კონგრესის რეგლამენტი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: