Regalia
სამეფო ხელისუფლების გამოსარჩევი გარე სიმბოლიკა - გვირგვინი, სკიპტრა და სხვა. შემდგომში ტერმინის ამ მნიშვნელობიდან გავრცელდა მონათესავე გაგებაც, რომელიც რ-დ თვლიდა საერთოდ წარჩინების სიმბოლიკას, ორდენს, მედალსა და ა.შ. ტერმინის საზრისი შუა საუკუნეების ევროპაში კვლავ მეფეებს უკავშირდებოდა და გულისხმობდა მათი განსაკუთრებული სახის პრივილეგიებსა (საბაჟო, სასამართლო ან სხვადასხვა საჯარიმო სანქციებით შემოსულ თანხებს) და მათი განკარგვის უფლებას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: