გულისხმობს განზრახულობათა გადამჭრელ, უკომპრომისო განხორციელებას დასახული მიზნების მისაღწევად. რ., როგორც გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობა, წარმოიშვა XIX ს-ში და მიზნად ისახავდა ლიბერალურ ფორმებს. ამ ტიპის იდეოლოგიის საფუძველზე წარმოიქმნა კონკრეტული რადიკალური პარტიები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საარჩევნო და სამოქალაქო უფლებების გაფართოებას, ხალხის მაქსიმალურად ფართო მასების მონაწილეობას პოლიტიკაში, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაზრდას. XX ს-ში ტერმინის მნიშვნელობა რამდენადმე შეიცვალა. რადიკალურად მიიჩნიეს იმ ჯგუფების და პარტიების მიზნები, რომლებიც ან პოლიტიკური დებატების პირველადი საზღვრების გაფართოებას ცდილობდნენ („მწვანეთა მოძრაობა“), ან გამოდიოდნენ ანტიკლერიკალური მოთხოვნებით ქვეყნებში, სადაც არსებობს მჭიდრო შეხება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. რიგმა ევროპულმა პარტიებმა და სხვა სახის გაერთიანებებმა შეინარჩუნეს რადიკალურის სახელწოდება, თუმცა მათი მოთხოვნები და მიზნები თანდათანობით სულ უფრო ზომიერი გახდა, მაშინ როდესაც ტერმინის პირველადი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ფესვს უკავშირდება, „რადიკალური“ აღნიშნავს იმგვარი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც სისტემის ძირფესვიან გარდაქმნას გულისხმობს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი