რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Radical-Libertarian Feminism

რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინიზმი სქესობრივ-გენდერული სისტემის ანალიზისას ყურადღებას ამახვილებს პროცესზე, რომელშიც გენდერული სოციალური კონსტრუქტები წარმოჩნდება ბიოლოგიურად, ფიქსირებულად და წმინდად სქესობრივი საფუძვლების მქონედ, რასაც პატრიარქატი იყენებს კაცებთან მიმართებით ქალების პასიურ, უძლურ და დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად. რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინისტების ნაწილისთვის ქალთა ჩაგვრის დასაძლევად საუკეთესო სტრატეგია ქალების გაანდროგინულებაა, რაც, მათი მტკიცებით, მოარღვევს თავად გენდერის კონსტრუქტს. ამავე მიმართულების ზოგიერთი წარმომადგენელი კი ქალთა რეპროდუქციულ როლში ხედავს ქალთა ჩაგვრის წყაროს და იმედებს ამყარებს ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომელმაც ქალები ამ ფუნქციებისგან უნდა გაათავისუფლოს. რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინისტების კიდევ სხვა ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ჰეტეროსექსუალობის ნორმები ქალებს ერთმანეთისგან აშორებს, ხოლო ლესბოსურ იდენტობას ქალების გაერთიანებისა და მათი ჩაგვრის დასრულების პოტენციალი აქვს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Feminist Philosophies A–Z, Nancy Arden McHugh. Edinburgh University Press Ltd 2007

კატეგორია: 
ავტორები: