საზოგადოებრივი ხელშეკრულება

Public Treaty

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გვერდის ავლით თავად ადამიანებს შორის უშუალოდ დადებული ხელშეკრულება. ს.ხ. განსაზღვრავს პირობებს, რომლის თანახმადაც ადამიანები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაემორჩილონ ხელისუფლებას. ჰობსის თეორიაში ს.ხ. განასახიერებდა ადამიანთა გადასვლის მომენტს ბუნებრივი მდგომარეობიდან საზოგადოებრივ და იმავდროულად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ს.ხ-ის თეორია განსაკუთრებით დეტალურად დაამუშავა რუსომ, თუმცა ის ჰობსთან ერთად, არ ყოფილა ამ თეორიის იშვიათი მხარდამჭერი. არსებობდა ს.ხ-ის სხვადასხვა ვერსია. ამ თეორიის თანამედროვე მნიშვნელობა განისაზღვრება არა იმით, მართლა დაიდო თუ არა სადმე ამგვარი ხელშეკრულება, არამედ პოლიტიკური ვალდებულებების საზღვრების მონიშვნით, რომელსაც საზოგაოებაში ემორჩილებიან ინდივიდები.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: