საზოგადოებრივი მოძრაობები

Public Movements

გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების, არამედ ცალკეული ინდივიდების მოღვაწეობას, რომლებიც არ შედიან არავითარ ოფიციალურ სტრუქტურებში და ერთიანდებიან მხოლოდ იდეურ საფუძვლებზე. ს.მ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეული იდეის პოპულარიზაცია - აქტიური მხარდაჭერაა, რითაც მზადდება ნიადაგი ცვლილებებისათვის. ერთი იდეის ირგვლივ კონცენტრირებული მოძრაობის ძალა შეიძლება შესუსტდეს იდეის კონკრეტული რეალიზაციის პროცესში, როდესაც თავს იჩენს უთანხმოება მოძრაობის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის საერთო მიზნების განხორციელების გზებისა და საშუალებების შეფასებისას. ამგვარი ვითარების ნათელი მაგალითია ეროვნული მოძრაობა XX ს-ის მიწურულის საქართველოში, როდესაც მოძრაობის დაშლა-დანაწილებას მოჰყვა ჯერ ერთი დაჯგუფების ინსტიტუციონალიზაცია და მეორის მარგინალიზაცია, ხოლო შემდეგ პირუკუ პროცესის განვითარება. ერთ დროს ერთიანი დინამიკური მოძრაობის ნაცვლად საბოლოო ჯამში მივიღეთ მნიშვნელოვნად განსხვავებული პლატფორმის პარტიები, რომელთა დიდი ნაწილი შეერწყა ოფიციალურ სტრუქტურებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: