პრობლემა, რომელსაც სახელი არ აქვს

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Problem that Has no Name

ტერმინი „პრობლემა, რომელსაც სახელი არ აქვს“ დაამკვიდრა ბეტი ფრიდანმა, რათა გამოეკვეთა დიასახლისი (საშუალო კლასის, თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი) ქალების უკმაყოფილება თავიანთი ცხოვრებით. თავის „ქალურობის გამოცანაში“ ფრიდანი ამტკიცებს, რომ ის, რასაც თანამედროვე (ამერიკული) კულტურა ქალებს სთავაზობს, როგორც ბედნიერების ფორმულას, რეალურად ქალების ფსიქოლოგიური პრობლემებისა და მათი უბედურების წყაროა. სახელდობრ, ჟურნალ-გაზეთებში ექსპერტები ქალებს ასწავლიან, რომ მათი დანიშნულებაა თვითგანხორციელება კარგ ცოლებად და დედებად; რომ ნამდვილ ქალებს არ აინტერესებთ კარიერა და პოლიტიკა. მართლაც, მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ნაკლები გოგონა მუშაობდა ოჯახის გარეთ; ხოლო იმ ქალებიდან, ვინც მაინც მუშაობდა (ქალების დაახლოებით ერთი მესამედი), უმრავლესობა ახალგაზრდა აღარ იყო; და ძალიან ცოტა მათგანი ესწრაფვოდა კარიერულ დაწინაურებას. მილიონობით ამერიკელი ქალი ბედნიერებას გარეუბნელი დიასახლისის ცხოვრებაში ხედავდა. მაგრამ, ამტკიცებს ფრიდანი, იმ ქალების უმრავლესობა, რომლებმაც ამ იდეალს თითქოს მიაღწიეს, თავს ბედნიერად სულაც არ გრძნობდა. ამასთან, ამ გაბატონებული იდეოლოგიის ტყვეობაში მყოფნი, ისინი ვერ ბედავდნენ თავიანთი უკმაყოფილების გამოხატვას, სჯეროდათ, რომ მათნაირ მდგომარეობაში მყოფი სხვა ქალები ბედნიერები იყვნენ და საკუთარ პიროვნებაში ეძებდნენ თავიანთი უბედურების მიზეზს. ამრიგად, ეს იდეოლოგია - „ქალური ბედნიერების“ ეს იდეა - არა მხოლოდ არაადაკვატურად წარმოადგენს იმას, მართლა რა უნდათ ქალებს, არამედ, მეტიც, ხელს უშლის მათ თავიანთი პრობლემის გაცნობიერებასა და აღიარებაში, მუშაობს იმაზე, რომ უსახელოდ დარჩეს პრობლემა, რომელიც მილიონობით ამერიკელ ქალს აწუხებს. ამიტომ ფრიდანი ამ პრობლემას უწოდებს „პრობლემას, რომელსაც სახელი არ აქვს“.

ფრიდანი მალევე გააკრიტიკეს შავკანიანმა და მარქსისტმა ფემინისტებმა იმის გამო, რომ ის ამერიკელ ქალებზე ლაპარაკისას მხოლოდ საშუალო შეძლების თეთრკანიანი ქალების გამოცდილებაზე მსჯელობს და თითქოს ბოლომდე უგულებელყოფს ქალების სხვა ჯგუფების არსებობას, რომელთა გენდერული ჩაგვრის გამოცდილებაც განუყოფლადაა გადაჯაჭვული კლასობრივი და რასისტული ჩაგვრის გამოცდილებასთან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

ფრიდანი, ბ. (2007). ქალურობის გამოცანა, გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა, II, რედ. ლელა გაფრინდაშვილი. თბილისი: დობერა.

კატეგორია: 
ავტორები: