პრეროგატივა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Prerogative

აღმასრულებელი ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ოფიციალური პირის უფლება, იმოქმედოს ამა თუ იმ ვითარებაში საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის გარეშე. ამგვარი უფლება თითქმის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის პ., რომელიც, თავის მხრივ, გარანტირებულია კონსტიტუციით, გულისხმობს, რომ პრეზიდენტს, რომელიც უმაღლესი მთავარსარდალია, შეუძლებელია დაინიშნოს უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე ოფიცრები. მასვე აქვს უფლება შეიწყალოს ფედერალური დამნაშავე. პრეზიდენტსვე აბარია საგარეო პოლიტიკური კურსი, ელჩების შემადგენლობა და ა.შ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: