Preference
ზომა, რომელიც რომელიმე პირს, სახელმწიფოს ან ორგანიზაციას ანიჭებს ეკონომიკურ ან რაიმე სხვა სახის უპირატესობას. არსებობს პრეფერენციული გადასახადები საქონლის (რომელიმე ან ყველა სახის) შემოტანაზე რომელიმე ქვეყნის მიმართ, რომელიც სხვა დანარჩენ ქვეყნებზე არ ვრცელდება. ასეთი გადასახადები ხშირად წესდებოდა კოლონიური სახელმწიფოების მიერ კოლონიებთან და დამოკიდებულ ქვეყნებთან ვაჭრობისას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: