Postcolonial State
ხელახლა შექმნილი ეროვნული სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დეკოლონიზაციის შედეგად გაჩნდა. სხვაგვარად მათ განვითარებად ქვეყნებსაც უწოდებენ. ამ ქვეყნების პოლიტიკურ მოწყობაში ბევრი ისეთი ნიშან-თვისება შეინიშნება, რომელიც კოლონიურ ქვეყნებს ახასიათებს. მაგ., ინგლისის პარლამენტის მოდელი ბევრმა ყოფილმა ბრიტანეთის კოლონიამ გადაიღო, მაგ., ინდოეთმა. პ. ს-ები ორი ნიშნით ხასიათდება: როგორ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს გადაწყვეტენ ისინი და რამდენად ძალუძთ მმართველობა. იმისდა მიხედვით, ვის როგორი უნარი შესწევს ცხოვრებაში გაატაროს პოლიტიკური გადაწყვეტილებანი, ანუ ვის როგორი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა აქვს და როგორ მუშოაობს, ისინი იყოფიან „ძლიერ" და "სუსტ“ სახელმწიფოებად.
კატეგორია: