მოსახლეობის ისტორიულად მარგინალიზებული ფენებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების კანონიერი საშუალების მიცემა. პ. დ. გულისხმობს შერჩევის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას ამ ჯგუფების შესარჩევად, რაც ამავე დროს გარკვეული ხერხი იქნებოდა სოციალური უთანასწორობის დასაძლევად. ზოგჯერ პ. დ.-ის მისაღწევად შემოაქვთ სპეციალური კვოტების სისტემა. ამგვარ გზას მიმართავენ, მაგ., პარტიაში ან რომელიმე სხვა სახის ორგანიზაციაში ქალების ფიქსირებული წარმომადგენლობის შემოსატანად, ან ელიტარული განათლების მიღებაზე ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის შესაძლებლობის გასაფართოებლად. პ. დ.-ს განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ ინდოეთში ამ ქვეყნის ისტორიული კასტური სოციალური სტრუქტურის გამო. ხელისუფლება ცდილობს სოციალური ყოფის თითქმის ყველა სფეროში შემოიტანოს სპეციალური კვოტები უმდაბლესი კასტების წარმომადგენელთათვის.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი