პოპულიზმი

Populism

უბრალო ხალხის ინტერესების დაცვა. ტერმინს ნეგატიური შეფერილობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ამ ინტერესების დაცვის სურვილი არაგულწრფელია და მყვირალა განცხადებებით შემოიფარგლება. პოპულისტური ტერმინოლოგია მეტ-ნაკლებად ერთგვარია ყველა პოლიტიკურ სპექტრში და გულისხმობს ტრადიციული ღირებულებების, უბრალო ადამიანების ყოფის დაცვას სხვადასხვაგვარი სოციალური ცვლილებებისაგან, მთავრობისა და ბიზნესის „დამღუპველი“ პოლიტიკისაგან. პოპულისტური პოლიტიკური კამპანიის ნიმუშად მიიჩნევენ 1992 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, როს პეროს პროპაგანდას. თუმცა, საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პ-ს ხშირად მიმართავენ მრავალრიცხოვანი პარტიები სხვადსხვა ქვეყანაში. პ. გამოიყენება XIX-ის მეორე ნახევრის შეერთებულ შტატებში ფერმერული მოძრობის აღსანიშნავად, როცა რეფმერებმა თავი მთავრობის მიერ მოტყუებულად იგრძნეს დასავლეთ შტატებში იაფი მიწის ნაკვეთების გადაცემის მოლოდინში. პოპულისტებმა თავიანთი კანდიდატი წამოაყენეს პრეზიდენტის პოსტზე და ცდილობდნენ სხვა თავიანთი წარმომადგენლების სენატში გაყვანას. პოპულისტებმა წამყვანი პოზიციები დაიკავეს ჯერ დემოკრატიულ პარტიაში, ხოლო შემდეგ შეერწყნენ პროგრესისტების მოძრაობას.

ავტორები: