პოლიტიკური ღირებულებები (ფასეულობები)

Political Values

მეტ-ნაკლებად აღიარებული პოლიტიკური ქცევის სტანდარტები, ანუ საზოგადოებისა და გარკვეული სოციალური ჯგუფის შეხედულებები პოლიტიკური მიზნების - იმ ძირითადი გზებისა და საშუალებების შესახებ, რომლებსაც ამ მიზნების განხორციელებისაკენ მივყავართ. ფასეულობების ცნება შემოიტანა მაქს ვებერმა. შემდგომში ტ. პარსონსი და სტრუქტურული ფუნქციონალიზმის სხვა წარმომადგენლები მას განიხილავდნენ როგორც ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, რომლის საფუძველზეც სოციალური და პოლიტიკური თანხმობა მიიღწვა. იგი პოლიტიკური კულტურისა და სოციალური სისტემის რეგულაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, და უზრუნველყოფს ასეთი რეგულაციის საერთო, სტრატეგიულ ხაზს. პ.ღ-ის საფუძველზე შემუშავდება სოციალური და პოლიტიკური ნორმები. უმნიშვნელოვანეს პ.ღ-ს მიეკუთვნება მაგ., პიროვნების თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობა, სოციალური თანასწორობა, მოქალაქეობრივი მოვალეობა და სხვ.

ავტორები: