პოლიტიკური სოციალიზაცია

Political Socialization

პროცესი, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეუერთდებიან პოლიტიკურ შეხედულებებსა და ღირებულებებს. პ.ს-ის პროცესისათვის დამახასიათებელია ჯერ ადრეულ ასაკშივე ცნობილი ისტორიული პერსონაჟებით დაინტერესება და მათი ღვაწლის გაიდეალება. შემდგომში იზრდება ინტერესი არჩევითი თანამდებობების მქონე პირთა, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების მიმართ. უფრო გვიან ხორციელდება შეგნებული იდეოლოგიური პოზიციის ფორმირება. ამ უკანასკნელის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ეთნიკური კუთვნილობის იდენტიფიკცია, რომელიც სიღრმისეული ხასიათით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, პარტიულ-იდეოლოგიურმა იდენტიფიკაციამ, როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, შეიძლება არ იქონიოს ზეგავლენა პიროვნების პოლიტიკურ ქცევაზე ან მის გადაწყვეტილებაზე არჩევნების დროს.

ავტორები: