Political Passivity
იდიფერენტულობა პოლიტიკის მიმართ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილის არქონა. იგი შეიძლება მასობრივი, ცალკეული ფენების, კლასების, ჯგუფების განწყობილებად გადაიქცეს. პ. პ. მოქალაქეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობაშიც გამოიხატება (მაგ., არჩევნებში, მხარდამჭერ ან საპროტესტო კამპანიებში მონაწილეობაზე უარით). შეიძლება იყოს ამა თუ იმ კლასისა თუ ფენის განუვითარებელი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი ან არსებული ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ფორმა.
კატეგორია: