Political Order
ინსტიტუტების (სახელმწიფო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციების) სისტემა, რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. პ.წ-ის სახე ზეგავლენას ახდენს კონკრეტული მმართველობის ფორმებზე. მაგ., დიდი ბრიტანეთი დღემდე იწოდება სამეფოდ, თუმცა დღევანდელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული წყობის ინგლისი სრულიად განსხვავდება მმართველობის თვალსაზრისით ფეოდალიზმის ეპოქის ინგლისის სამეფოსაგან.
კატეგორია: