პოლიტიკური კლასი

Political Class

ტერმინი პოპულარული გახდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. იგი აღნიშნავს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და წარმოადგენს არსებული პოლიტიკური ძალის ელემენტს. ამ გაგებით, პ. კ-ის წევრები არიან ხელისუფლების სამივე შტოს უმაღლესი ბიუროკრატიის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიებისა და გავლენის ჯგუფების, ბიზნესის, ქვეყანაში არსებული ძირითადი კონფესიების, ძალოვანი სტრუქტურებისა და იმ აკადემიური წრეების ლიდერები, რომლებიც კონსულტანტებად შეარჩიეს პოლიტიკოსებმა.

ავტორები: