სქესობრივი პოლარიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Polarization, Sexual

გენდერული ან სქესობრივი პოლარიზაცია არის ტექნიკა, რომელიც ადამიანებს წარმოადგენს, როგორც მკაფიოდ დაყოფილს მდედრობით ან მამრობით სქესად, მათ ბინარულ ოპოზიციაში ათავსებს და ორი სქესის თვისებებს რადიკალურად ურთიერთსაპირისპიროდ წარმოაჩენს.

ერთი მხრივ, თეორეტიკოსები ხაზს უსვამენ სქესის ისტორიულ ხასიათს. მაგალითად, თომას ლაკერის ისტორიული გამოკვლევები აჩვენებს, რომ ანტიკურ დროში ადამიანთა სხეულები ერთი სქესის მქონედ აღიქმებოდნენ, სქესობრივი განსხვავება კი მხოლოდ ხარისხობრივ, რაოდენობრივ განსხვავებად მოიაზრებოდა; ახალ დროში კი დაიწყო სქესობრივი განსხვავების ბინარულ ოპოზიციად წარმოჩენა. თუ ადრე ქალის სხეული აღიქმებოდა, როგორც მამაკაცის სხეულის შედარებით არასრულყოფილი ვარიანტი, ქალის სასქესო ორგანოები კი - როგორც კაცის ორგანოების ნაკლებად განვითარებული ვერსია, მოგვიანებით ქალის სხეული სრულიად განსხვავებულად იქნა აღქმული, გენიტალიებს განსხვავებული სახელები დაერქვა, ისეთი ორგანოები თუ სხეულის ნაწილები (ჩონჩხი, ნერვული სისტემა), რომლებიც ქალებსა და კაცებს მსგავსი აქვთ, გაიყო და მოხდა მათი ქალისა და კაცის კულტურის მიხედვით შექმნილ, პოლარულად დაპირისპირებულ სახეებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მეორე მხრივ, სქესი კულტურულად იმ გენდერული სტერეოტიპებისა და მოლოდინების მიხედვით აიგება, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაში არსებობს. მაგალითად, სიუზენ კესლერი ყურადღებას ამახვილებს ინტერსექსი ადამიანებისთვის სქესის განსაზღვრის პროცედურაზე, რომლის დროსაც ბავშვების სქესი განისაზღვრება ექიმების მყარი რწმენით, რომ მამრობითი და მდედრობითი სქესი ერთადერთი ბუნებრივი მოცემულობაა. ეს, კესლერის აზრით, საპირისპიროდ გაბატონებული აღქმისა ბინარული სქესის ბუნებრივ, ბიოლოგიურ მოცემულობად, რომელიც შემდეგში თითქოსდა კულტურულად განპირობებულ გენდერს ქმნის, დაგვანახვებს, რომ სინამდვილეში, პირიქით, კულტურულად განპირობებული გენდერი ქმნის სქესობრივ პოლარიზაციას.

კონსტრუქტივისტი ფემინისტების მიერ გენდერისა და სქესის გამიჯვნის ტენდენციამ გამოიწვია ის, რომ თუ გენდერი სოციალურ, კულტურულ კონსტრუქტად აღიქმება, მის საპირისპიროდ, სქესი უფრო მყარ, ბიოლოგიურ მოცემულობად მიიჩნევა. ამის საპირისპიროდ, ბევრი ფემინისტი ავტორი სქესსაც კონსტრუქტად წარმოაჩენს. ფუკო, მაგალითად, აღნიშნავს, რომ სქესის ბუნებრივ კატეგორიად წარმოჩენა ძალაუფლების მიერ სექსუალობის კონსტრუირების დაფარვას ემსახურება. ჯუდით ბატლერიც ეწინააღმდეგება ბუნებრივი სქესის არსებობის იდეას და ამტკიცებს, რომ ამ კატეგორიის მყარ ბინარულ ოპოზიციაში წარმოჩენის ტენდენციის მიზანია გენდერული ძალაუფლებრივი ურთიერთობების გამყარება და ჰეტეროსექსუალობის ბუნებრიობის ხაზგასმა, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს სექსუალობისთვის მიწერილ აუცილებელი რეპროდუქციის მნიშვნელობას.

ბევრი სხვა ფემინისტი თეორეტიკოსიც აანალიზებს, როგორ მუშაობს სქესობრივი პოლარიზაცია არსებული გენდერული იერარქიების შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Foucault, M. (1979) The History of Sexuality, Volume I: An Introduction. London: Allen Lane.

Butler, Judith. (1990) Subjects of Sex/Gender/Desire. In Gender Trouble. Routledge 2006: 1-34

Kessler S., J., (1990) The Medical Construction of Gender: Case Management of Intersexed Infants. Signs Vol. 16, No. 1, From Hard Drive to Software: Gender, Computers, and Difference, pp. 3-26.

კატეგორია: 
ავტორები: