პლებისციტი

Plebiscite

საერთო სახალხო კენჭისყრის ნაირსახეობა. ტერმინი მომდინარეობს ძველი რომაული პოლიტიკური პრაქტიკიდან, სადაც იგი აღნიშნავდა მდაბიოების მიერ გამართულ კენჭისყრას ამა თუ იმ საკითხზე. ახალ დროში ტერმინი კვლავ გამოიყენა ვოლტერმა, როდესაც იგი ახასიათებდა შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმს. ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში პ. შეიძლება შეგვხვდეს ნეგატიური მნიშვნელობით, როგორც სახელდახელოდ მოწყობილი რეფერენდუმების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელთა საშუალებით დიქტატორები ცდილობდნენ გაემართლებინათ საკუთარი ხელისუფლება.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: