პერმანენტული რევოლუცია

Permanent Revolution

ტროცკის თეორია უწყვეტი რევოლუციის შესახებ (ტროცკიზმი), რომლის თანახმადაც არასოციალისტური რევოლუცია თანდათან შეიძლება გადაიზარდოს პროლეტარულ სოციალისტურ რევოლუციაში. აღნიშნული თეორია მან ძირითადად გამოხატა თავის ნაშრომში „შედეგები და პერსპექტივები“, მაგრამ თვით იდეა პ. რ-ის შესახებ კ. მარქსს ეკუთვნის. ტროცკის რუსეთი მოჰყავდა იმ ქვეყნის მაგალითად, სადაც ყველაზე უფრო თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები შეთანხმებულია ყველაზე უფრო ჩამორჩენილთან. იგი თვლიდა, რომ რუსეთში სოციალიზმისათვის არ არსებობდა მატერიალური ბაზა, და ამ პრობლემის გადაჭრას საგარეო ფაქტორებს - მსოფლიო რევოლუციას უკავშირებდა. მისი აზრით, ევროპული პროლეტარიატის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ გაძლებდა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: