ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი პარტიის ერთიანობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება ისევე, როგორც ამასთან ერთად აღებული საარჩევნო სისტემა და ამომრჩეველთა მხარდაჭერის ხანგრძლივობა პ. ს-ს შეადგენს. გავრცელებულია პ. ს-ების დაყოფა ერთპარტიულ, ორპარტიულ და მრავალპარტიულ სისტემებად, თუმცა ის ავტორები, რომლებიც ასეთი დაყოფის მიზანშეწონილობას არ ცნობენ, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ზოგადად, პ. ს-ის ფუნქცია იმდენად პარტიების დაყოფა, დანაწილება კი არ არის, რამდენადაც მოსახლეობის პოლიტიკური დანაწილება-დაპირისპირების აღმოფხვრა, რაც დამახასათებელი იყო მუშათა მოძრაობის აღმოცენებისას და მიზნად ჰქონდა მუშებისათვის სამოქალაქო უფლებების გაფართოება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი