პარლამენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Parliament

ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების საფუძველზე იქმნება, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ნაწილობრივ დაინიშნოს კიდეც. ისტორიულად პ. ჯერ კიდევ XIII ს–ში ინგლისში წარმოიშვა, როგორც სხვადასხვა ფენების წარმომადგენლობითი ორგანო. სხვადასხვა ქვეყანაში მან განსხვავებული სახელწდება მიიღო: აშშ–ში – კონგრესი, საფრანგეთსა და თანამედროვე რუსეთში – ფედერალირი კრება, შვეციაში – რიკსლაგი, ნორვეგიაში – სტორტინგი, საქართველოში – პარლამენტი და ა.შ. პ. შეიძლება არსებობდეს როგორც რესპუბლიკის, ისე მონარქიის პირობებში. ამასთან ერთად, იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება პარლამენტარიზმის პრინციპს ეყრდნობა, პ–ს სოციალურ–პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: