Parity
გულისხმობს პოლიტიკურ ძალთა ან სახელმწიფოთა შორის თანასწორ მდგომარეობას, ტოლძალოვან ამოსავალ პუნქტს. ამ მნიშვნელობით ლაპარაკობდნენ ხოლმე სახელმწიფოთაშორის სამხედრო–სტრატეგიულ პ–ზე. ტერმინი გამოხატავდა ცივი ომის დროინდელ სასურველ ძალთა ბალანსს ზესახელმწიფოებს შორის. ტერმინი პ. ასევე შეიძლება შეგვხვდეს, როგორც სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებს შორის რეალური მსყიდველობითუნარიანობის დადგენის ეკვივალენტური ტერმინი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: