ომზე, როგორც სადავო საკითხების გადაწყვეტის საშუალებაზე, უარის თქმა ამ ომის ხასიათისა და მიზნების გაუთვალისწინებლად. პაციფისტები ეწინააღმდეგებიან განმათავისუფლებელი ომების შესაძლებლობასაც იმ მოტივით, რომ ყოველგვარ ომს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. პაციფისტურად შეიძლება დახასიათდეს კვაკერებისა და განდიზმის პოლიტიკური პრაქტიკა. პ-ს ხშირად მიჯნავენ "პაციფიზმისაგან“, რომელიც გულისხმობს არა ზოგადად ომზე უარის თქმას, არამედ მის გამოყენებას რომელიმე კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად. ასე მაგალითად, ითვლება, რომ ისინი, ვინც დიდი ბრიტანეთის ჰიტლერთან ომში ჩაბმის მოწინააღმდეგე იყო, პაციფიცისტია და არა პაციფისტი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი