ოპოზიცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Opposition

1. საზოგადოების შიგნით მეტ–ნაკლებად ორგანიზებული ხალხის ჯგუფი, სოციალური ჯგუფები, პარტიები ან ორგანიზაციები, რომლებიც გაბატონებული უმრავლესობის პოლიტიკური და პრაქტიკული შეხედულებების საწინაარმდეგო ქმედების, დაპირისპირების, წინააღმდეგობის საკუთარ ხაზს ატარებენ. 2. ერთი საპირისპირო შეხედულებებისა და პოლიტიკის მეორისადმი დაპირისპირების პროცესი. ო.–ის არსებობა დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა და მის იდეურ–პოლიტიკურ შემწყნარებლობაზე, პლურალიზმზე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობასა და ა. შ. მეტყველებს. ეს არის საშუალება, საზოგადოება და სახელმწიფო დაზღვეული იყოს უკონტროლობისა და ცალმხრივი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. შემთხვევითი არ არის, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ო. დაშვებული არ არის და მკაცრად ჩაიხშობა. ფორმის სახისა და ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საქმიან, დეკონსტრუქციულ, ლოიალურ, დამანგრეველ, კომპრომისისათვის მზადმყოფ, ზომიერ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო, შიდაპარტიულ და სხვ. ო.–ს. უფრო ხშირად ო. სოციალურ–პოლიტიკურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოში გარკვეული უფლებები აქვს და მისი აზრი, ასე თუ ისე, უმრავლესობის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს (მაგ., პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის აზრის გათვალისწინება).

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: