Oligarchy
ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელისუფლება. ამგვარადვე შეიძლებოდა განგვესაზღვრა არისტოკრატიაც, მაგრამ ო–ს განსხვავებული მნიშვნელობა დაუმკვიდრა არისტოტელემ და არისტოტელურმა ტრადიციამ პოლიტიკურ ფილოსოფიაში. კერძოდ, არისტოტელემ გამიჯნა მმართველთა მცირე ჯგუფი, რომელსაც მიზნად აქვთ საერთო კეთილდღეობა და ჯგუფი, რომლის მიზანსაც პირადი გამორჩენა წარმოადგნს. პოლიტიკურ სოციოლოგიაში არსებობს მოსაზრება (მისი გამტარებელი იყო მიხელსი), რომ სახელმწიფო ორგანიზაციულ, ბიუროკრატიულ სტრუქტურებს აქვთ მისწრაფება გახდნენ ოლიგარქიულნი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: