Obstruction
რაიმე ღონისძიების ჩაშლისაკენ მიმართული ღია სახის მოქმედებები. ო. პარლამენტში საპარლამენტო ბრძოლის ერთ–ერთი ფორმაა, რომელიც გულისხმობს ოპოზიციური ძალის მიერ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობას (დარბაზის დემონსტრაციულ დატოვებას, სხდომებზე არგამოცხადებას და ა. შ), მიმართულს შემოტანილი კანონპროექტის მოსმენის საწინააღმდეგოდ და მის ჩასაგდებად.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: