25 ნოემბერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
November 25

25 ნოემბერი არის საერთაშორისო დღე ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ. თარიღის არჩევა უკავშირდება 1960 წლის 25 ნოემბერს დები მირაბალების მკვლელობას, რომლებიც პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და ეწინააღმდეგებოდნენ რაფაელ ტრუხილოს დიქტატურას დომენიკის რესპუბლიკაში; მათი მკვლელობა თვითონ დიქტატორის მიერ იყო შეკვეთილი. 1981 წლის 25 ნოემბერს ფემინისტებმა მოაწყვეს დემონსტრაცია ქალებზე ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, 1999 წელს კი გაერომ ეს თარიღი ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 25 ნოემბერს იწყება 16-დღიანი კამპანია გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - სრულდება. 1994 წელს დომენიკელი წარმოშობის ამერიკელმა ავტორმა ხულია ალვარესმა გამოაქვეყნა ცნობილი რომანი „პეპლების ჟამი“ (In the Times of Butterflies), რომელიც დები მირაბალების ცხოვრებას ეფუძნება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge. 

კატეგორია: 
ავტორები: