ნაციონალ-სოციალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
National Socialism

ტერმინი ხშირად გამოიყენება როგორც ნაციზმის აბრევიატურა. ნ.ს-ის იდეები და პრაქტიკა უკავშირდება გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის იდეოლოგიას, რომლის ლიდერიც იყო ადოლფ ჰიტლერი (1889-1945). დასაწყისში ჰიტლერის იდეები სოციალისტური და ნაციონალისტური შეხედულებების ბუნდოვანი ნარევი იყო. ის მოითხოვდა გერმანიის პარტიული, განსაკუთრებით ბოლშევიკური პოლიტიკის ზეგავლენისაგან გათავისუფლებას, იმიგრაციაზე მკაცრ კონტროლსა და სხვ. ნაციზმის იდეებმა და პოლიტიკურმა პრაქტიკამ იტალიელი ფაშისტების დიდი ზეგავლენა განიცადა. გერმანელებსა და იტალიელებს შორის ამ საკითხში ძირითადი განსხვავება ის იყო, რომ გერმანელი ნაცისტები ავითარებდნენ ნაციონალისტურ ელიტიზმს, რომელიც თავის მხრივ, რასიზმს ემყარებოდა. ამგვარ შეხედულებათა ფილოსოფიური წყარო, ნიცშეს ზეკაცის იდეა, დამახინჯებულად იყო გაგებული. ამ იდეიდან გამომდინარე, ნაცისტები ავითარებდნენ თვალსაზრისს არიული რასის მისიაზე - მართოს მსოფლიო.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: